რეგიონი
რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, მაშველები ნანგრევების გაწმენდასა და ადამიანების ამოყვანაზე მუშაობენ
რუსებმა ზაპოროჟიესა და მის გარეუბნებში ცხრა რაკეტა გაუშვეს, მათ დაარტყეს ქალაქის ცენტრალურ პარკში მდებარე სასტუმროს, ელექტრო ქვესადგურსა და სატელევიზიო ანძას, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკომ „ტელეგრამზე“ დაწერა.

„ზაპოროჟიესა და გარეუბნებს ცხრა რაკეტა ესროლეს. რუსმა არაადამიანებმა რაკეტა ესროლეს ცენტრალურ პარკში მდებარე სასტუმროს. არის მნიშვნელოვანი ნგრევა, ხალხი ნანგრევების ქვეშაა“, - წერს ტიმოშენკო.

მისი თქმით, მაშველები ნანგრევების გაწმენდასა და ადამიანების ამოსაყვანად მუშაობენ.

ტიმოშენკოს ინფორმაციით, რაკეტები სატელევიზიო ანძასა და ელექტრო ქვესადგურსაც მოხვდა, რის გამოც ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
| Print |