რეგიონი
სომხეთ-აზერბაიჯანის მორიგ დაპირისპირებას მსხვერპლი მოყვა
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ დაპირისპირებაა - არის მსხვერპლიც. სომხური მხარე სამი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ იტყობინება. აზერბაიჯანში კი ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ კელბაჯარის მიმართულებით სროლა სომხურმა მხარემ წამოიწყო, რის შედეგადაც ერთი სამხედრო დაშავდა. ცეცხლის გახსნაში ოფიციალური ბაქო და ერევანი ამჯერადაც ერთმანეთს ადანაშაულებენ.

​პარალელურად, მხარეებს შორის მოლაპარაკების ხელშეწყობისთვის მზადყოფნა გამოთქვა საფრანგეთმა.
| Print |