რეგიონი
უკეთესია დეკანატში აიღოთ ცნობა - სტუდენტებს ქვეყნის დასატოვებლად ცნობა დასჭირდებათ
რუსმა სტუდენტებმა, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან საზღვარგარეთ წასვლისას, უნივერსიტეტიდან ცნობა უნდა წარმოადგინონ. თუ სტუდენტი სარეზერვო აღრიცხვაზეა, მაშინ მან ქვეყნის დასატოვებლად ნებართვა სამხედრო კომისარიატიდან უნდა მიიღოს. ინფორმაციას კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული საინფორმაციო სააგენტო “ტასს“-ი ცხელი ხაზიან "122"-დან მიღებული ინფორმაციით მიხედვით ავრცელებს.

რუსეთში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რომლების სწავლის დასწრებულ ფორმატზე ირიცხებიან და არ არიან სარეზერვო აღრიცხვაზე გაწვევას არ ექვემდებარებიან გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში. „ამიტომ უკეთესია დეკანატში აიღოთ ცნობა, რომ ხართ სტუდენტი და სწავლობთ დასწრებულ განყოფილებაზე“, - უპასუხეს ცხელ ხაზზე სააგენტო „ტასს“-ს.

მათივე ცნობით, თუ სტუდენტი რეზერვში იმყოფება, მაშინ საზღვარგარეთ გასასვლელად სამხედრო კომისარიატიდან ცნობა დასჭირდება ქვეყნის დასატოვებლად.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია უკრაინაში საომრად, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის დატოვებას ცდილობს ასობით მამაკაცი.
| Print |