რეგიონი
2 ოქტომბრიდან ,,ლენდ ლიზის" კანონი ამოქმედდა
აშშ-ის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონი უკრაინისთვის დღეიდან ამოქმედდა, - ამის შესახებ უმაღლესი "რადას" თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი “ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინას მაღალხარისხიანი იარაღს მიაწვდიან.

„ეს ნიშნავს უფრო განსხვავებულ და მაღალხარისხიან იარაღს. უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს თავის ყველა ტერიტორიას”, - წერს სტეფანჩუკი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს 9 მაისს მოაწერა ხელი. აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის აგრესიის ფონზე, აშშ-ს საშუალებას მისცემს, ეფექტურად და სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის აღჭურვილობა უკრაინას. ისტორიული მნიშვნელობის ,,ლენდ-ლიზის" პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა. მან შეერთებულ შტატებს საშუალება მისცა, მოკავშირეებისთვის იარაღი სწრაფად მიეწოდებინა.

ეს ტანკები კარგად გამოიყენება ურბანული ომებისთვის, აქვს სწრაფი გადატენვის ფუნქცია და ერთდროულად რამდენიმე მოწინააღმდეგის განადგურება შეუძლია.
ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომელიც რაზმის გადასაყვანად და დაზვერვისთვის გამოიყენება. მისი ჯავშანი ფეხით მოსიარულე რაზმს შესაძლებლობას აძლევს დანაკარგების გარეშე გაიაროს სახიფათო ტერიტორია და ასევე შეუძლია კონტრშეტევის განხორციელება კონკრეტულ სამიზნეებზე.
ზალპური ტიპის რეაქტიული სისტემებით შეუძლია უკრაინას ცა თავად გადაკეტოს. ამ სისტემით 300 კმ-ზე შეუძლია დარტყმების განხორციელება, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე.
ნორვეგიის საჰაერო სისტემა - ახლო მანძილზე მოქმედი საჰაერო დაზვერვის სისტემა, რომელიც 25 კმ-ის რადიუსში მოქმედებს.
შორ მანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო სისტემა. მოდიფიკაციური ჭურვების მეშვეობით 160 კმ-ზე მეტი აქვს მოქმედების რადიუსი.
მსუბუქი ავიაგამანადგურებელი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, რუსეთს გაუქროს საჰაერო უპირატესობა.
ეს არის უახლესი სავარაუდო შეიარაღება, რომელსაც უკრაინა მიიღებს ,,ლენდ ლიზის" კანონის ფარგლებში.
| Print |