რეგიონი
რუსებმა დნეპროპეტროვსკში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყეს
რუსი ოკუპანტები წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქში სამრეწველო საწარმოს და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს დაესხნენ თავს, - ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

მისი თქმით, თავდასხმამ კრივი-რიჰში სერიოზული ნგრევა გამოიწვია.

“მღელვარე ღამე კრივი-რიჰის რაიონში. რუსები თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოს და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს. სერიოზული ნგრევაა. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა", - აცხადებს რეზნიჩენკო.
| Print |