რეგიონი
შეთანხმება მიღწეულია - უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ოთხი თვით გახანგრძლივდა
მიღწეულია შეთანხმება შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის 120 დღით გახანგრძლივებაზე - ნინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.

"ეს გადაწყვეტილება ახლახან მიიღეს სტამბულში. გაერო და თურქეთი რჩებიან ინიციატივის გარანტორებად"
, - ნათქვამია უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

ივლისში მიღწეულმა თავდაპირველმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას და დაუშვა საკვებისა და სასუქების ექსპორტი უკრაინის შავი ზღვის რამდენიმე პორტიდან, რომლებიც ბლოკირებული იყო რუსეთის მიერ.

შეგახსენებთ, თურქეთმა, გაერომ, რუსეთმა და უკრაინამ 22 ივლისს სტამბოლში ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის შავი ზღვის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ.

შეთანხმების ვადა 19 ნოემბერს უნდა ამოწურულიყო.
| Print |