რეგიონი
სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა - აზერბაიჯანული მხარე ბრალდებას უარყოფს
აზერბაიჯანის მიერ სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

მათივე ინფორმაციით, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

„სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 23 ნოემბერს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სომეხი სამხედრო დაიჭრა, სიცრუეა. კატეგორიულად უარვყოფთ გავრცელებულ ინფორმაციას", - აცხადებენ უწყებაში.
| Print |