რეგიონი
"არ მინდა თოვლის ბაბუა ბავშვებს წავართვათ" - კიევში ნაძვის ხეებს დადგამენ
კიევი გეგმავს ნაძვის ხეების დადგმას, განათების გამოკლებით, მთელ დანგრეულ ქალაქში სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად. ეს ხდება იმ პირობებში, როცა დედაქალაქის მილიონობით მცხოვრები რუსეთის თავდასხმების გამო უშუქობაში რჩება.

"არავინ აპირებს ახალი წლისა და შობის გაუქმებას და საახალწლო ატმოსფერო იქ უნდა იყოს. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა ჩვენი შობა მოიპაროს", - განუცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საინფორმაციო სააგენტო RBC-უკრაინასთან ინტერვიუში.

სერგეი კოვალენკომ, YASNO-ს დირექტორმა, რომელიც ელექტროენერგიას აწვდის კიევს, თქვა, რომ ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ნაძვის ხეები იქნება განათებისა და გირლანდების გარეშე იქნება.

კლიჩკომ თქვა, რომ არ გაიმართება ტრადიციული მასობრივი შეკრებები და კონცერტები, ხოლო ადგილობრივი ბიზნესი დააფინანსებს ნაძვის ხეების განთავსებას მთელ კიევში - "იცით, არ მინდა თოვლის ბაბუა ბავშვებს წავართვათ".
| Print |