რეგიონი
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევში ირანული წარმოების 13 დრონი ჩამოაგდეს
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ირანული წარმოების 13 დრონი ჩამოაგდეს.

დღეს დილით კიევზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშების შემდეგ, კიევის რეგიონის გუბერნატორმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ „ენერგეტიკულ ტერორს" აგრძელებს.

კულებამ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ამასთან, მედიის ცნობით, დრონის ნამსხვრევებით შევჩენკოვსკის რაიონში მდებარე ორი ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა.
| Print |