რეგიონი
უკრაინელებმა რუსების მიერ ნასროლი 35 დრონიდან 30 ჩამოაგდეს
კრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსული ძალების მიერ დღეს ნასროლი Shahed-ის 35 დრონიდან 30 ჩამოაგდეს.

მათივე ინფორმაციით, რუსული ძალები უკრაინას ირანული წარმოების „Shahed-136/131“ კამიკაძე დრონებით დაესხნენ თავს. დრონები აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს.

ცნობისათვის, რუსულმა ძალებმა გამთენიისას მიკოლაივსა და კიევს დაარტყეს. დედაქალაქის ორ რაიონში აფეთქებები მოხდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და კერძო სახლები. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ.
| Print |