რეგიონი
მედვედევი გერმანიასა და საფრანგეთს შორის კონფლიქტს, ხოლო აშშ-ში ომს პროგნოზირებს
რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, რომელიც 25 დეკემბერს სამხედრო-სამრეწველო კომისიაში პუტინის პირველ მოადგილედ დაინიშნა, 2023-ში გერმანიასა და საფრანგეთს შორის ომს და აშშ-ში ილონ მასკის პრეზიდენტობით დასრულებული, სამოქალაქო ომს პროგნოზირებს.

,,სამოქალაქო ომი დაიწყება აშშ-ში, კერძოდ კალიფორნიასა და ტეხასში, შედეგად ეს შტატები დამოუკიდებელი სახელმწიფოებად იქცევიან. ტეხასი და მექსიკა შექმნიან მოკავშირე სახელმწიფოთა გაერთიანებას. ილონ მასკი გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში რიგ შტატებში, რომლებიც, ახალი სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ რესპუბლიკელების იქნება" - ვკითხულობთ მედვედევის Twitter-ზე.

2023 წლის პროგნოზების სიაში, რომელიც მან პირად Telegram-ისა და Twitter-ის ანგარიშებზე გამოაქვეყნა, ასევე იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნება, რაც თავის მხრივ, მედვედევის ვარაუდით, საბოლოოდ დაშლის ალიანსს.

"პოლონეთი და უნგრეთი დაიკავებენ ადრე უკრაინის მფლობელობაში მყოფ დასავლეთ რეგიონებს. შეიქმნება მეოთხე რაიხი, რომელიც მოიცავს გერმანიის ტერიტორიას და მის სატელიტებს, ანუ პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, კიევის რესპუბლიკას და სხვებს" - წერს Twitter-ზე მედვედევი.

მედვედევის აზრით, ყველა დიდი ფინანსური ინსტიტუტი აშშ-სა და დასავლეთს დატოვებს და აზიაში გადაინაცვლებს.
| Print |