რეგიონი
რუსებმა უკრაინაში 112 470 ჯარისკაცი დაკარგეს
უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 710 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ძალების საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 112 470-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 084 ტანკს, 6 154 ჯავშანმანქანას, 2 073 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 285 საბრძოლო თვითმფრინავს და 275 ვერტმფრენს, 4 817 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 17 გემს/ნავს, 1 860 უპილოტო საფრენ აპარატს, 183 ერთეულ სპეცტექნიკას, 723 ფრთოსან რაკეტას.
| Print |