რეგიონი
"კელიაში გასჩენია ხანძარი და მიიღო სხეულის მძიმე დამწვრობა..." - როგორია გელათის წინამძღვრის მდგომარეობა?
გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე კლინიკაშია მოთავსებული. მან დაზიანებები კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო.

როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, “გელათის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე იმყოფება რეამინაციაში. კელიაში გასჩენია ხანძარი და მიიღო სხეულის მძიმე დამწვრობა. როგორც დედაომ თქვა, ხელოვნურად არის დაძინებული და მკურნალობენ”.

არსებული ინფორმაციით, მოძღვარს სხეულის 50%-მდე აქვს დამწვრობა მიღებული და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა კელიაში ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
| Print |