რეგიონი
რუსებმა ომში, ბოლო 24 საათში, 870 ჯარისკაცი დაკარგეს
უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 870 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 116 950 -ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 121 ტანკს, 6 215 ჯავშანმანქანას, 2 104 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 286 საბრძოლო თვითმფრინავს და 276 ვერტმფრენს, 4 877 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 17 გემს/ნავს, 1 872 უპილოტო საფრენ აპარატს, 190 ერთეულ სპეცტექნიკას, 749 ფრთოსან რაკეტას.
| Print |