რეგიონი
უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა - ბელარუსში რუსული გამანადგურებლები აფრინდნენ
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, განგაშის სიგნალის ხმა ჯერ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაისმა, შემდეგ დედაქალაქში და რამდენიმე წუთის შემდეგ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

Belaruski Gayun იუწყება, რომ ბელარუსის აეროდრომებიდან შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი А-50У და ორი MiG-31K გამანადგურებელი აფრინდა.
| Print |