რეგიონი
გერმანიამ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა.

სამხედრო დახმარება უკრაინისთვის გაზაფხულზე გამოიყოფა. გერმანული გამოცემა Spiegel-ი წერს, რომ ამ თანხებით გერმანია უკრაინას დამატებით იარაღსა და აღჭურვილობას მიაწვდის.

პისტორიუსის თქმით, სამხედრო დახმარების პაკეტში შევა Patriot-ის ერთი საზენიტო-სარაკეტო სისტემა, Gepard-ის ტიპის 7 თვითმავალი საზენიტო დანადგარი და IRIS-T-ის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანია უარს არ იტყვის უკრაინის შემდგომ დახმარებაზეც.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან გერმანიის სამხედრო დახმარების მთლიანი მოცულობა უკრაინისთვის 3,3 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
| Print |