რეგიონი
მტერი აგრძელებს შეტევას ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებით, სადაც მძიმე დანაკარგებს განიცდის
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების თავდასხმა 14-მდე დასახლებასთან მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოესა და ბელოგოროვკას დასახლებებში და დონეცკის ოლქის იამპოლოვკას, სპორნოეს, კრასნაია გორას, პარასკოვიევკას, ბახმუტის, კლეშეევკას, ივანოვსკოეს, ავდიივკას, ვოდიანეს, პერვომაისკოეს და უგლედარის დასახლებებთან.

გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსული ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებით, სადაც მძიმე დანაკარგებს განიცდიან. ამასთან, მოწინააღმდეგე ახორციელებს წარუმატებელ შეტევითი ოპერაციებს ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით. კუპიანსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით კი, რუსები ადრე დაკავებულ საზღვრებს იცავენ.
| Print |