რეგიონი
რა ხდება უკრაინაში ამ დროისთვის?
უკრაინაში საოკუპაციო ძალები განსაკუთრებით გააქტიურდნენ დონბასის ტერიტორიტორიაზე. უკიდურესად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული დღე- ღამის განმავლობაში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, თავდაცვითმა ძალებმა რუსული იერიშები, 5 დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ბახმუტის მისადგომებთან მოიგერიეს.

ფრონტის აღმოსავლეთ ფლანგზე შექმნილ ვითარებას ღამის ტრადიციული მიმართვისას, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. იქ შექმნილ ვითრებას უკიდურესაც მძიმე უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ დონბასში რუსული პოტენციალის უპრეცედენტო განადგურება ხორციელდება. „ეს არის ბრძოლა უკრაინის მიწის ყოველი მეტრისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
| Print |