რეგიონი
დამანგრეველი მიწისძვრებიდან მე-9 დღეს, მაშველებმა თურქეთში კიდევ რამდენიმე ადამიანი გადაარჩინეს
დამანგრეველი მიწისძვრებიდან მე-9 დღეს, მაშველებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი გადაარჩინეს. ადიამანში 14 წლის ბავშვი ცოცხლად ამოიყვანეს, რომელმაც ნანგრევებში 207 საათი გაატარა.

ტარდება სამაშველო ოპერაცია მამა-შვილის გადასარჩენად. ჰატაიში კი მაშველებმა ნანგრევებიდან სულ მცირე 5 ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის იყო ქალი, რომელმაც ნანგრევებში 205 საათი გაატარა.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა. დამანგრეველი სტიქია 6 თებერვალს მოხდა.
| Print |