რეგიონი
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის დროს დაღუპულთა რაოდენობამ 45 000-ს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 45 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და მოსალოდნელია, რომ რიცხვი კიდევ გაიზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თურქეთში 264 000 ბინა განადგურდა და ბევრი ადამიანუ კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ, პარასკევს თურქეთში ნანგრევებიდან სამი ადამიანი ამოიყვანეს და გადაარჩინეს. თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 39 672-ს შეადგენს, მეზობელ სირიაში კი 5 800-ზე მეტი დაიღუპა.

დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-11 დღეს მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჰაკან იასინოღლუ 278 საათის განმავლობაში იყო ჩარჩენილი ჰატაის პროვინციაში მიწასთან გასწორებული შენობის ქვეშ, როდესაც სამაშველო სამსახურმა ის იპოვა. ანტაქიაში ასევე გადაარჩინეს მოზარდი ოსმან ჰალებიე.

ანტაქიაში ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდე ერთი ადამიანი 34 წლის მუსტაფა ავჩია. ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის დროს მისმა მეუღლემ, ბილგე ავჩიმ, მოახერხა შვილთან ერთად გაქცევა, თავად ავჩი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. 

სირიაში დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი დღეების განმავლობაში არ შეცვლილა.
| Print |