რეგიონი
თურქეთში, მიწისძვრის შედეგად, 600-ზე მეტ ადამიანს პროკურატურა ედავება
თურქეთის მთავრობის განცხადებით, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულ შენობებთან დაკავშირებით, ქვეყანაში 600-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, გუშინ, თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბეკირ ბოზდაგმა განაცხადა, რომ 184 ეჭვმიტანილი - მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორები და ქონების მფლობელები - უკვე დააკავეს.

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა.

როგორც მედია წერს, წლების განმავლობაში ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ,,კორუფცია და მთავრობის პოლიტიკა ნიშნავდა, რომ ბევრი ახალი შენობა უსაფრთხო არ იყო”.
| Print |