რეგიონი
უკრაინაში, ომის დაწყებიდან, 356 ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
უკრაინაში, 7 მარტის მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ 356 ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ომბუდსმენის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა 16 224 ბავშვის იძულებითი დეპორტაცია განახორციელეს.

უკრაინის ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამ დრომდე ნაპოვნია რუსული ძალების შეჭრის დაწყების შემდეგ დაკარგული 10 230 ბავშვი.
| Print |