რეგიონი
უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა
9 მარტის ღამეს უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვსა და ოდესაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბეს.

კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

მოგვიანებით, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქის გოლოსევსკის რაიონში აფეთქებები მოხდა.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილი ყველა საჭირო სამსახურის წარმომადგენელი გაემგზავრა. ამასთან, მოსახლეობის ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა კიევის სვიატოშინსკისა და შევჩენკოვსკის რაიონებშიც, თუმცა, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.
| Print |