რეგიონი
დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის გარშემო ვითარება რთულია - უკრაინის სახმელეთო ჯარები
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის გარშემო ვითარება რთულია - ოკუპანტები არ წყვეტენ თავდაცვითი ძალების გარღვევის და ქალაქის ცენტრისკენ წინსვლის მცდელობებს, მაგრამ დიდ დანაკარგებს განიცდიან.

"ბახმუტის ირგვლივ ვითარება კვლავ რთულია. „ვაგნერის“ თავდასხმის რაზმები შეტევას რამდენიმე მიმართულებით ახორციელებენ, ცდილობენ გაარღვიონ ჩვენი ჯარების თავდაცვა და ქალაქის ცენტრალური უბნებისკენ გადაადგილდნენ“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, მძიმე ბრძოლების დროს უკრაინელი ჯარისკაცები მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მოწინააღმდეგეს. ისინი საარტილერიო ცეცხლით, ტანკებითა და სხვა იარაღით იგერიებენ მტრის მიერ ქალაქის აღების მცდელობებს.
| Print |