რეგიონი
უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის 160 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 160 540 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის, 740 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 3 484 ტანკს, 6 789 ჯავშანმანქანას, 2 519 საარტილერიო სისტემას, 495 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 260 ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემას, 304 თვითმფრინავს, 289 ვერტმფრენს, 5 367 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 120 უპილოტო საფრენ აპარატს, 256 ერთეულ სპეცტექნიკას, 907 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |