რეგიონი
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის
უკრაინა ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტი რჩება, რომელზეც რუსული ძალები სრულ კონტროლს ვერ ამყარებენ. უკრაინული მხარის მტკიცებით, ბახმუტის შემოგარენში მათ რუსული მოიერიშე თვითმფრინავი სუ-24 ჩამოაგდეს.

პარალელურად, ოკუპანტები უკრაინულ ქალაქებს ბომბავენ. დნიპროს ოლქში მდებარე ქალაქ მარგანცში სარაკეტო იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა და 5 დაშავდა.

„არ არსებობს ტერორისტი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თავისი პოტენციალი თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში. გამონაკლისი არც რუსეთია. ჩვენ მუდმივ წნეხში უნდა ვამყოფოთ ტერორისტები. უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა, სანქციები. ოკუპანტი უნდა განადგურდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
| Print |