რეგიონი
უკრაინელებმა 760 ოკუპანტი, 13 ერთეული ჯავშანმანქანა და ვერტმფრენი გაანადგურეს
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა უკვე 163 320 ჯარისკაცი დაკარგა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის 760 ჯარისკაცი, 13 ერთეული ჯავშანმანქანა და ვერტმფრენი გაანადგურეს.

უკრაინაში შეჭრის დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან, დღემდე კი რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 506 ტანკს, 6 823 ჯავშანმანქანას, 2 552 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 305 საბრძოლო თვითმფრინავს და 290 ვერტმფრენს, 5 401 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 145 უპილოტო საფრენ აპარატს, 258 ერთეულ სპეცტექნიკას, 907 ფრთოსან რაკეტას.
| Print |