რეგიონი
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა - ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ოლექსეი გერაშენკო საკუთარ Telegram-ის არხში ავრცელებს. უკრაინული მედიასაშუალებები კი "ტელეგრამში" წერენ, რომ საჰაერო განგაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა გამოცხადებული.

გერაშენკოს ცნობით, მონიტორინგის რესურსების მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ჰიპერბგერითი რაკეტების პოტენციური მატარებელი MiG-31K კვლავ აფრინდა ბელარუსში, მაჩულიშჩის აეროდრომიდან.

ამ დროისთვის მოქალაქეებს თავშესაფარში ჩასვლისა და იქ დარჩენისკენ მოუწოდებენ.
| Print |