რეგიონი
შუშას რეგიონში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები კონტაქტის ხაზს არღვევენ - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შუშას რეგიონში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები კონტაქტის ხაზს არღვევენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება „ტასი“ ავრცელებს.

„2023 წლის 25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების 1-ელი პუნქტის დარღვევით შუშას რეგიონში კონტაქტის ხაზი გადაკვეთა, 2 054,0 ნიშნულის სიმაღლე დაიკავა (სარიბაბას მთისგან 2.9 კმ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით) და პოსტის საინჟინრო მოწყობა დაიწყო”, - წერია განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, რუსი მშვიდობისმყოფელები „კრიზისული ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“ და „დაპირისპირებული მხარეების მიერ ორმხრივი პროვოკაციების არდასაშვებად“ ზომებს იღებენ.

„აზერბაიჯანულ მხარეს მოთხოვნა მიეწოდა სახელმწიფო მეთაურების სამმხრივი შეთანხმებების პუნქტების შესრულების აუცილებლობის შესახებ, საინჟინრო სამუშაოების შეწყვეტის შესახებ და ეროვნული შეიარაღებული ძალების აქამდე დაკავებულ პოზიციებზე გაყვანის შესახებ მოთხოვნა მიეწოდა“, - წერია განცხადებაში.
| Print |
თეგები: ყარაბაღი / შუშა /