რეგიონი
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიშა მაზანაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა თანამებრძოლებმა გაავრცელეს.

30 წლის ქართველი მებრძოლი ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. მიშა მაზანაშვილი უკრაინაში ერთი წლის წინ წავიდა.

"მეუღლეც იქაური ყავდა. როგორც ვიცით ჭურვი დაეცა. აქ გადმოასვენებენ და აქ დაიკრძალება"- ამბობს მედიასთან გარდაცვლილის ბიძაშვილი.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 38 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
| Print |