რეგიონი
მჯერა, რომ მიმდინარე წელი გამარჯვების წელი იქნება - ოლექსი რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, მიმდინარე წელს დასრულდეს.

მისი თქმით, ეს არის დასავლური სამყაროს რესურსების ომი რუსების რესურსების წინააღმდეგ.

„რუსების რესურსები მცირდება, ჩვენიც, მაგრამ გვაქვს „რამშტაინის“ კლუბი, როგორც მე მას ვუწოდებ და ის ნატო-ზე დიდია, 50-ზე მეტ ქვეყანას უკვე სურს ჩვენი გამარჯვება და მასში ინვესტირება და მიაჩნია, რომ ეს რეალურია. ამიტომ, ეს არის დასავლური სამყაროს რესურსების ომი ორკების რესურსების წინააღმდეგ“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა უკრაინულ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, ეს ომი დიდხანს ვერ გაგრძელდება „ინფორმაციული კომპონენტის“ გამო, რადგან მსოფლიომ იცის ბუჩაში, იზიუმში, მარიუპოლსა და სხვა ქალაქებში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ.

„რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ეს ომი საერთოდ არ დაწყებულიყო, მაგრამ მე პირადად მჯერა, რომ ეს წელი გამარჯვების წელია“, - განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.
| Print |