რეგიონი
უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 2 235 ადამიანი დააბრუნა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინამ ტყვეობიდან 2000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლა.

„24 თებერვლიდან უკრაინამ რუსუთის ტყვეობიდან 2 235 უკრაინელი მამაკაცი და ქალი დააბრუნა. ყველა გვახსოვს, ყველა მათგანს დავაბრუნებთ“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.

შეგახსენებთ, ტყვეების სააღდგომო გაცვლის შედეგად, უკრაინამ 130 სამხედრო მოსამსახურე გამოიხსნა.
| Print |