რეგიონი
რუსეთმა უკრაინაში 186 420 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 690 ბოლო ერთ დღეში
რუსეთმა უკრაინაში 186 420 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 690 ბოლო ერთ დღეში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასევე განადგურებულია 3 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 4 დრონი და ერთი ვერტმფრენი.

უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, განადგურებულია 3 675 ტანკი, 7 131 ჯავშანმანქანა, 2 837 საარტილერიო სისტემა, 539 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 289 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 308 თვითმფრინავი, 294 ვერტმფრენი, 2 402 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენ აპარატი, 911 ფრთოსანი რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5 730 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 339 ერთეული სპეცტექნიკა.
| Print |