რეგიონი
რა ხდება უკრაინაში ომის 426-ე დღეს
უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა სუმის ოლქის შვიდ სასაზღვრო რაიონზე ათობით იერიში მიიტანეს.

ვრცელდება ცნობები საცხოვრებელი სახლების, მაღაზიებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების ნგრევის შესახებ. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი ისევ დონეცკის ოლქია.

გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა არმიამ შეტევა გაააქტიურა ბახმუტის, ავდევკისა და მარინკის მიმართულებით. განსაკუთრებით აქტიურია საბრძოლო მოქმედებები ბახმუტსა და მარიინკასთან.

რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად ოფიციალური კიევი დასავლეთისგან შეიარაღების მიწოდების გააქტიურებას ითხოვს.
| Print |