რეგიონი
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 446-ე დღე
უკრაინაში რუსული აგრესია არ წყდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა სუმის ოლქი დაბომბეს. საარტილერიო ცეცხლისა და ნაღმმტყორცნებით მიტანილი იერიშის შედეგად, ბელოპოლსკის დასახლებაში 100-ზე მეტი აფეთქება მოხდა.

სარაკეტო იერიში განხორციელდა ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ პრიმორსკოეზე. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს საშუალო სკოლას. დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის შვიდი წლის ბავშვია.

საბრძოლო მოქმედებების ყველაზე ცხელ წერტილად რჩება დონეცკის ოლქი. ბრძოლა გრძელდება ბახმუტისთვის.

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ავდიივკაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც თავშესაფარში მყოფი 4 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის დროს მოქალაქეები რკინიგზის საავადმყოფოში მოწყობილ თავშესაფარში იმყოფებოდნენ. საავადმყოფო დიდი ხანია არ ფუნქციონირებს.
| Print |