რეგიონი
რა ხდება უკრაინაში ომის 453-ე დღეს
ომის 453-ე დღეს რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტთა სამიზნე კიევის, ოდესის, ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და დნიპროს დასახლებული რაიონები გახდა.

დაზუსტებული ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა. საჰაერო განგაში ღამით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იყო გამოცხადებული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 203 880 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3785
  • ჯავშანტექნიკა - 7407
  • საარტილერიო სისტემა - 3278
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 565
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 327
  • თვითმფრინავი - 309
  • ვერტმფრენი - 294
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2830
  • ფრთოსანი რაკეტა - 1011
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6129
  • სპეცტექნიკა - 427
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.
| Print |