რეგიონი
უკრაინა ომის 456-ე დღეს
ომის 456-ე დღე. უკრაინა დონბასში ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. ცხელ წერტილად რჩება ბახმუტი. რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაური კვლავინდებურად აცხადებს, რომ ქალაქზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი კი ირწმუნება, რომ ბახმუტის მცირე ნაწილს უკრაინელები აკონტროლებენ.

მძიმე ბრძოლები გრძელდება კუპიანსკის, ლიმანის, ავდეევკისა და მარიინკის მიმართულებითაც. პარალელურად, საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქებს ბომბავს. ღამით განგაში იყო გამოცხადებული კიევისა და ხარკოვის ოლქებში.
| Print |