რეგიონი
რა ხდება უკრაინაში ომის 464-ე დღეს?
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღამის განმავლობაში, მარტო კიევის თავზე, 30-მდე დრონი და რაკეტა გაანადგურა. უკრაინის დედაქალაქი ღამით მორიგი საჰაერო იერიშის სამიზნე გახდა. კიევში საჰაერო განგაში ისევ მოქმედებს. ვრცელდება ცნობები, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საჰაერო თავდაცვა მუშაობს და დედაქალაქს უპილოტო საფრენი აპარატების კიდევ ერთი ტალღა უახლოვდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. თავშესაფრებია მოწყობილი მეტროსადგურებში. საჰაერო განგაში, კიევის პარალელურად, უკრაინის კიდევ რამდენიმე ოლქში გამოცხადდა.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული აგრესიისგან თავდასაცავად კიევმა დასავლელი პარტნიორებისგან ძლიერი მხარდაჭერის პირობა მიიღო.
| Print |