რეგიონი
რა ხდება უკრაინაში ომის 475-ე დღეს
უკრაინა დონბასის მიმართულებით კონტრშეტევების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიებს იბრუნებს - ეროვნული დროშა დონეცკის ოლქის კიდევ ერთ სოფელში, სტოროჟევოში აღმართეს.

ქვეყნის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინელი სამხედროები საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებას განაგრძობენ. პარალელურად, გვიან ღამით საჰაერო განგაში გამოცხადდა კიევში, მოგვიანებით კი, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.

რუსული ძალების საჰაერო თავდასხმის სამიზნე კრივი რიჰი გახდა, სადა რუსული რაკეტა 5-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებ. ირანული დრონების გამოყენებით, თავდასხმები გრძელდება ხარკოვის ოლქზეც.
| Print |