რეგიონი
რა ხდება უკრაინაში ომის 481-ე დღეს
უკრაინაში ომის 481-ე დღეს აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტის, ავდეევკის, ლიმანისა და მარიინკის მიმართულებები რჩება.

უკრაინა შეტევით ოპერაციებს ატარებს ზაპოროჟიეშიც, თუმცა როგორც რუსული მხარე ირწმუნება, უკრაინელების ყველა იერიში მოგერიებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ზაპოროჟიეში სოფელ პიატიხატკიზე კონტროლის დაკარგვის შესახებაც.

პარალელურად, საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. სუმის ოლქში სარაკეტო დარტყმას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
| Print |