რეგიონი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ფრონტის ხაზიდან კიევში გადაასვენეს, რამდენიმე დღეში კი სამშობლოში გადმოასვენებენ.

მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი, ბახმუტთან ახლოს, საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლნენ. მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი გამოცდილი სამხედროები იყვნენ, ისინი ომის დაწყების დღეებიდან იბრძოდნენ უკრაინაში. 

უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ. მათივე ცნობით, ყველა შესაბიმისი პროცედურა განხორციელდება.

2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 47 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
| Print |