რეგიონი
კრემლმა „მარცვლეულის შეთანხმება" შეწყვეტილად გამოაცხადა
უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება თითქმის ერთი წლის შემდეგ რუსეთის გადაწყვეტილებით არსებობს წყვეტს.

ოფიციალურმა მოსკოვმა დღეს განაცხადა, რომ გაეროს შუამავლობით გაფორმებულ საეტაპო შეთანხმებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ეს ნაბიჯი საფრთხეს უქმნის მთავარ სავაჭრო მარშრუტს უკრაინიდან, რომელიც მსოფლიოში მარცვლეულისა და მცენარეული ზეთის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.

შეთანხმების ფარგლებში, უკანასკნელმა გემმა ოდესის პორტი გუშინ დატოვა.

Reuters - ი წერს, რომ რუსეთის მთავარი მოთხოვნა იყო რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკის (როსელხოზბანკი) ხელახლა დაკავშირება SWIFT საერთაშორისო გადახდების სისტემასთან. ბანკი SWIFT-ს ევროკავშირმა 2022 წლის ივნისში რუსეთის შემოჭრის გამო გათიშა. სწორედ ამ პირობის შესრულების შემთხვევაში გეგმავს რუსეთი, შეთანხმებას დაუბრუნდეს.

„როგორც კი შესრულდება შეთანხმებების რუსული ნაწილი, რუსული მხარე დაუყოვნებლივ დაუბრუნდება ამ შეთანხმების განხორციელებას“, - თქვა პესკოვმა.

ინფორმაციისთვის, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი გაერო-ს, თურქეთს, რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის ივლისში მოეწერა. შეთანხმება მას შემდეგ რამდენჯერმე გახანგრძლივდა. შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ბოლო შეთანხმებას ვადა დღეს ამოეწურა და რუსეთის გადაწყვეტილებით აღარ გაგრძელდება.
| Print |