რეგიონი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა იზრდება
დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დღითიდღე იზრდება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, ახალი სანგრების გათხრა სცადეს. ინფორმაცია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ვრცელდება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სომხურმა ძალებმა აზერბაიჯანის ჯარს ღამით ცეცხლი გაუხსნეს ხოლო აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა „საპასუხო ზომები" მიიღეს. სომხეთის მთავრობა ცეცხლის გახსნის შესახებ აზერბაიჯანის ბრალდებას უარყოფს .

კრიზისული ვითარების ფონზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბრები გამართა საფრანგეთის, გერმანიის, ირანისა და საქართველოს ლიდერებთან, ასევე, ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან.

მანვე აღნიშნა, რომ საზღვარზე დაძაბულობის მატების გამო, აზერბაიჯანი ჯარების მობილიზებას ახდენს. ბრალდება უარყო ოფიციალურმა ბაქომ. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, მზადაა, სასწრაფოდ გამართოს შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, განაცხადა, რომ ბაქოს ასეთი შეთავაზება არ მიუღია.
| Print |