რეგიონი
რა ხდება უკრაინაში ომის 568-ე დღეს
ომის 568-ე დღეს უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. თავდაცვის მინისტრის, ანა მალიარის ინფორმაციით, ვითარება უკიდურესად გართულდა მარინკასა და ავდეევკაში, სადაც რუსებმა დაბომბვის ინტენსივობა გაზარდეს და შტურმზე არიან გადასული.

ამავე დროს, უკრაინელები კონტრშეტევას განაგრძობენ ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს კლეშევკაში, ანდრეევკასა და კურდიუმოვკაში.
| Print |