რეგიონი
ღაზადან აშკელონის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს
ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აშკელონზე, 15-საათიანი სიმშვიდის შემდეგ, სარაკეტო იერიში განხორციელდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ დაღუპულების, ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, „ჰამასის“ მიერ უკრაინის წინააღმდეგ 7 ოქტომბერს განხორციელებული მოულოდნელი თავდასხმის შედეგად 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ისრაელი, საპასუხოდ, ღაზაზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს.
| Print |
თეგები: აშკელონი / ღაზა /