რეგიონი
ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გაიწვია
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელი კოენის განცხადებით, ისრაელმა თურქეთიდან თავისი დიპლომატები გამოიხმო. როგორც ისრაელის მედია წერს, ამის მიზეზი სტამბულში პალესტინელების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება გახდა. მისი თქმით, „დასავლურმა სამყარომ საკუთარი პოლიტიკოსებისა და მედიასაშუალებების მობილიზება მოახდინა, რათა ღაზას სექტორში ბავშვების, ქალებისა და უდანაშაულო ადამიანების ჟლეტა დააკანონოს, ხოლო ისრაელი ღიად აწარმოებს სამხედრო დანაშაულებს. ისრაელი არანაირად არ ღელავს ხალხის მკვლელობაზე… სწორედ დასავლეთი ატარებს უდიდეს პასუხისმგებლობას ღაზას სექტორში ჟლეტაზე. ღაზას სექტორში ჟლეტა - მთლიანად დასავლეთის საქმეა,” - განაცხადა ერდოღანმა.
„თურქეთის მხრიდან ესკალაციის რიტორიკის ფონზე, მე გავეცი დავალება თურქეთიდან დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების შესახებ, რათა გადამეხედა ისრაელ-თურქეთის ურთიერთობებისთვის“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განცხადებაში.

სტამბულში პალესტინელების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ღაზის სექტორში ხოცვა-ჟლეტაზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება”.
| Print |