რეგიონი
რა ხდება უკრაინაში ომის 614-ე დღეს
რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, თავდასხმა „შაჰედის“ ტიპით დრონებითა და ორი რაკეტა Х-59-ით განხორციელდა.

მათივე ცნობით, 14-ვე საჰაერო მიზანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა. დრონები და რაკეტები ნიკოლაევის, ხერსონის, კიროვოგრადის, ჩერკასის, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში განადგურდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკში რუსული რაკეტის ნამსხვრევებმა ხუთსართულიანი შენობა, კერძო სახლი და ავტომობილი დააზიანეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
| Print |