რეგიონი
ისრაელი - "ჰამასის" ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წინასწარი გამოძიებით, 19 ნოემბრის მდგომარეობით, ისრაელი-"ჰამასის" ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი მსხვერპლი 7 ოქტომბერსა და 18 ნოემბერს დაფიქსირდა.

48 დაღუპული ჟურნალისტისგან 43 პალესტინელია, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი. დაშავებულია 9 ჟურნალისტი, დაკარგულად ითვლება 3, 13 კი - დაკავებულია.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ ისინი ასევე იძიებენ უამრავ დაუდასტურებელ ცნობას სხვა ჟურნალისტების მოკვლის, გაუჩინარების, დაკავების ან დაშავების, მედიის ოფისებისა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.
| Print |