რეგიონი
ღაზას სექტორი კიდევ 11-მა ისრაელელმა მძევალმა დატოვა
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად, ღაზას სექტორი კიდევ 11-მა ისრაელელმა მძევალმა დატოვა.

BBC წერს, რომ მათ შორის 3 წლის ტყუპი ბავშვებიც არიან.

საერთო ჯამში, მძევლების გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ 50-ზე მეტი ისრაელელი გაათავისუფლა. საპასუხოდ ისრაელმა ბოლო 24 საათში საპატიმროებიდან 33 პალესტინელი არასრულწლოვანი და ქალი გაათავისუფლა.

ამასთან, ორშაბათს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში საკვებით, საწვავითა და სამედიცინო საშუალებებით დატვირთული სატვირთოები შევიდა. მედია წერს, რომ მხარეები შეთანხმდნენ კატარის შუამავლობით მიღწეული 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ 2 დღით გაახანგრძლივონ.
| Print |
თეგები: ისრაელი / ჰამასი /