თბილისში დღეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია გაიმართება. პარტიის ლიდერები მხარდამჭრებს ვარდების მოედანზე 16:00 საათზე ელოდებიან.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციას სამცხე–ჯავახეთიდანაც შეუერთდნენ. დედაქალაქში დაგეგმილ შეხვედრაზე, პარტიის მხარდამჭერები, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან გაემგზავრნენ.
,,ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, სამცხე–ჯავახეთიდან თბილისში 2 000–მდე მხარდამჭერი ჩავა.